„ფიქტიურ რეფერენდუმს არ აქვს ლეგიტიმაცია და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ბუნებას არ ცვლის“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
„ეს არის პუტინის ომის შემდგომი ესკალაცია. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა დაგმოს საერთაშორისო სამართლის ეს აშკარა დარღვევა და გააძლიეროს უკრაინის მხარდაჭერა“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.