logo_geo
eng_logo
შსს „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს
- +

20 სექტემბერი. 2022. 21:50

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში „საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავა.

 

ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 14 პირი მძევლად აიყვანა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე,

323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

 

ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი დღეს დილით შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვდა და აცხადებდა, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა. შსს-ს ინფორმაციით, თავდაპირველად, თავდამსხმელს 14 მძევალი ჰყავდა აყვანილი. ადგილზე ჩავიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური.

 

სამართალდამცველებმა თავდამსხმელი დააკავეს, ყველა მძევალი კი უვნებლად გაათავისუფლეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner