გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმების“ შედეგებს არ აღიარებს.
„აბსოლუტურად ნათელია, რომ ეს ფიქტიური „რეფერენდუმები“ მიუღებელია, ხოლო მათი გამართვის პირობები არ შეესაბამება საერთაშორისო სამართალსა და შეთანხმებებს“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
მანამდე რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონის ტერიტორიებზე რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები 23-27 სექტემბერს გაიმართება.