logo_geo
eng_logo
ალექსანდრე დარახველიძე: განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბანკზე თავდამსხმელის დაკავების ღონისძიება მაღალპროფესიონალურად ჩაატარეს
- +

20 სექტემბერი. 2022. 22:37

 

 

„განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბანკზე თავდამსხმელის დაკავების ღონისძიება მაღალპროფესიონალურად ჩაატარეს“, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ღონისძიების ფარგლებში, ბანკზე თავდამსხმელმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია.

 

„განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეძლეს, რომ ის ხელყუმბარა, რომელიც მას ხელთ ჰქონდა, არ მოეყვანა მოქმედებაში. შესაბამისად, ოპერაცია დასრულდა მშვიდობით. ყველა მძევალი არის ჯანმრთელად, არანაირი პრობლემა არ აქვთ“, - აღნიშნა დარახველიძემ.

 

„საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი დღეს დილით შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვდა და აცხადებდა, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა. თავდაპირველად, თავდამსხმელს 12 მძევალი ჰყავდა აყვანილი.

 

შსს-ს ინფორმაციით, ყველა მძევალი თავისუფალი, თავდამსხმელი კი დაკავებულია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner