logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე: ოპერაცია დასრულდა წარმატებით, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პოლიციელს
- +

20 სექტემბერი. 2022. 22:49

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელის დაკავებისა და მძევლების გათავისუფლების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა და ოპერაციის წარმატებით დასრულებისთვის პოლიციელებს მადლობა გადაუხადა.

 

„პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ ოპერაცია დასრულდა წარმატებით, ყველა მძევალი არის გათავისუფლებული და თავს გრძნობენ კარგად, თავდამსხმელი არის დაკავებული. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პოლიციელს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს,რომლებმაც მაღალპროფესიონალურად ჩაატარეს ეს ღონისძიება, მიუხედავად მრავალსაათიანი ღონისძიებისა, ყველაფერი დასრულდა წარმატებით და დიდი მადლობა მათ", - ალექსანდრე დარახველიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner