თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, საზოგადოება ახლო მომავალში გაიგებს, საიდან იღებდნენ დავალებებს ტერაქტის საქმეში ბრალდებულები.
„როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკეთებს განცხადებას, რომ სერიოზული საფრთხის თავიდან აცილება ხდებოდა, ბუნებრივია, ამის აბსოლუტური ნდობა მაქვს. იმიტომ, რომ აქ კონკრეტული გარემოებებითა და მტკიცებულებებით არის საუბარი და არა ვარაუდის დონეზე. თუ რა კავშირებია და საიდან იღებდნენ დავალებებს, ამის შესახებ ახლო მომავალში გაიგებს საზოგადოება", - განაცხადა ლევან იზორიამ.