logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: მიკვირს ასეთი ჩემდამი და ჩემს ჩაცმულობაზე უზომო ინტერესი
- +

21 სექტემბერი. 2022. 00:45

 

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„სხვა ყველა შემთხვევაში დროს არ დავკარგავდი და ჩემს სურათზე გაკეთებულ კომენტარებს არც  ყურადღებას მივაქცევდი და არც რამე რეაქციას მივცემდი, მაგრამ ჩემ გამო, არ მინდა ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალი ფოტოგრაფი გია აბდალაძე გააკრიტიკონ.

 

Westminster Abbey-ში ძალიან მკაცრად იყო აკრძალული ფოტოგრაფების შემოშვება.  ეს სურათი, ცერემონიის დასრულების შემდეგ, ექსპრონტად, სხვისი გადაღებულია. გიას ჩვეულებრივად უნაკლო სურათები (ფოტოგრაფიულ ხარისხზე ვსაუბრობ და არა ჩემზე)  მოგვიანებით დაიდო.

 

ისე, კი მიკვირს ასეთი ჩემდამი და ჩემს ჩაცმულობაზე უზომო ინტერესი...“ - წერს სალომე ზურაბიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner