logo_geo
eng_logo
ქეთი ხოსიტაშვილი: დიდი მადლობა პირადად ვახტანგ გომელაურს და ყველა პროფესიონალ პოლიციელს შესანიშნავი სპეცოპერაციისთვის!
- +

21 სექტემბერი. 2022. 00:51

 

 

მედიაჰოლდინგ „კვირას" დამფუძნებელი და ჟურნალისტი ქეთი ხოსიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„ყველაფერი კარგად დასრულდა - ასეც მჯეროდა!

 

აი, ჩვენ დილიდან ეკრანებთან ვინერვიულეთ, ვიდარდეთ, ზოგმა იპროფესორა... სპეცოპერაციების ექსპერტული დასკვნებიც მრავლად ვისმინეთ... ზოგმა იჭორავა, ზოგს ძალიანაც არ უნდოდა კარგი ფინალი - მორიგი აგრესიის ამონთხევის და ბოლის გამოშვების დაუოკებელი სურვილი ხომ ჩვენში ამოუწურავია...

 

ამ დროს, საუბედუროდ, ხშირად გვავიწყდება ხოლმე, რომ მთავარი ადამიანი და მისი უსაფრთხოებაა, რომ  არ შეიძლება საკუთარი დაგროვილი ბოღმა უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე თუნდაც ერთი მძევლის სიცოცხლე... არ გვესმის, რომ არსებობს  ისეთი თემები, რომლის შეფასებისას გვერდზე უნდა გადავდოთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები თუ პირადი წყენები და უბრალოდ დავრჩეთ იმ ადამიანებად, რომელთათვისაც თანამოქალაქეების სიცოცხლე სულერთი არ არის...

 

მოკლედ, „კინო მორჩა" და ფინალი კეთილია!

 

დიდი მადლობა პირადად ვახტანგ გომელაურს და ყველა პროფესიონალ პოლიციელს შესანიშნავი სპეცოპერაციისთვის!

 

ჩვენ ხომ რეალურად არც ვიცით უსისხლოდ დასრულებული თითოეული ასეთი ისტორიის მიღმა სამართალდამცველებს რამხელა რისკი, სიფრთხილე, მოთმინება და ნებისყოფა სჭირდებათ!

 

მშვიდობას და სიმშვიდეს გისურვებთ ყველას!“ - წერს ქეთი ხოსიტაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner