logo_geo
eng_logo
ოთო სტეფანიშვილი: მადლობა ვახტანგ გომელაურს, რომ ასე უსისხლოდ, წარმატებით ჩაატარა ეს უსერიოზულესი სპეცოპერაცია
- +

21 სექტემბერი. 2022. 01:18

 

 

საინფორმაციო პორტალის „მარშალპრესის" რედაქტორი ოთო სტეფანიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„ყველა მძევალი გათავისუფლებულია, ტერორისტი დაკავებულია. პოლიციელი გმირია!

 

მადლობა ვახტანგ გომელაურს, რომ ასე უსისხლოდ, წარმატებით ჩაატარა ეს უსერიოზულესი სპეცოპერაცია. ჩვენზე ბევრად განვითარებულ ქვეყნებში, მათ შორის, შტატებშიც კი ფაქტობრივად მსხვერპლით სრულდება ამგვარი სპეცოპერაციები. ფაქტია, ქართული პოლიცია მოწოდების სიმაღლეზეა და ყველა მძევალი უსაფრთხოდაა.

 

 მადლობა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და მთელ შსს-ს ასეთი შედეგისთვის.

 

სვავებო, დღესაც მშივრები დარჩით!

 

„ტვ პირველი“ მთელი დღე ატრიალებდა ესებუას კადრებს, რას არ კადრულობენ, მაგრამ გვამებს ვერ ეღირსნენ! მადლობა ქართულ პოლიციას“, - წერს ოთო სტეფანიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner