logo_geo
eng_logo
ლელა წიკლაური: მადლობა ვახტანგ გომელაურს, რომ დღეს მშვიდად ვიძინებთ
- +

21 სექტემბერი. 2022. 01:47

 

 

ჟურნალისტი და პროდიუსერი ლელა წიკლაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„დღე დასრულდა მშვიდად... ქუთაისში პანიკა ჩაცხრა...მძევლები თავისუფლები არიან. ახლა ზიან სახლში და ჯერ ალბათ ვერც კი აცნობიერებენ რა საფრთხის წინაშე იდგნენ და რა შეიძლება მომხდარიყო... არავინ იცოდა როგორ დასრულდებოდა ყველაფერი... შიში და ქუთაისური იუმორი ერთად ცოტა ხასიათს გვიკეთებდა...

 

თუმცა, ამ დროს  ყველა პოლიციელი თავის საქმეს აკეთებდა... პირველი პოლიციელიც ადგილზე იყო და სიტუაციას მართავდა... მადლობა ვახტანგ გომელაურს, რომ დღეს მშვიდად ვიძინებთ... რომ ადამიანის სიცოცხლე მისთვის უპირველესია და ყველაფერზე მაღლა დგას.

 

ვინ იყო, რა მიზნით შექანდა საქართველოს ბანკში? ეჭირა თუ არა ხელში ნამდვილი ყუმბარა და როგორ მოხდა მისი აყვანა. ყველა ამ კითხვას პასუხი გაეცემა, მაგრამ მანამდე მთავარია მშვიდობა“, - წერს ლელა წიკლაური.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner