logo_geo
eng_logo
ნინო ახობაძე: ბადრი ესებუას ისტორია რომ უმსხვერპლოდ დამთავრდა მახსოვს როგორ წუხდნენ ერთი პარტიის წარმომადგენლები
- +

20 სექტემბერი. 2022. 17:45

 

პუბლიცისტი და სამხედრო ექიმი ნანა ახობაძე, ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში განვითარებულ ამბავს გამოეხმაურა.

"საერთოდ არ ვაპირებდი არაფრის დაწერას, მაგრამ
ერთი კომენტარი ვნახე და სხვა დროს რომ ვიჭაჭები ხოლმე-გაატარეთ იდიოტების აზრები-მეთქი, გავატარე კი არა, ცეცხლი წამეკიდა 
ჯერ გამეცინა, მერე გავბრაზდი
ბანკის ამბებზე წერდა ერთი "ვაჟკაცი" (არ ვიცი ვისი პარტიიდანაა, ვის ემხრობა ან ემიჯნება, ერთი რაც მახსოვს, ლურჯ-ყვითელი დროშა ეფარა სახეზე) ))
ჰოდა საოცრებას წერდა ტიპი და ტაშს უკრავდნენ ვიღაცეები ((((
"ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში თუ მოხდებოდაო"!!!!!
გესმით კაცოო?
იცოდიით?
რომ მხოლოდ საქართველოში ვარდებიან ბანკებში და მხოლოდ აქ იყვანენ მძევლებს?
ნუ იქ მიდიოდა "ექსპერტების" (!!) გარჩევები, მოლ "აუუ რას აკეთებს რაა ეს ჩვენი პოლიციააა" ...
-----
ეხლახანს დავამთავრე "Money Heist"-ის ყურება;
გასაგებია, რომ ეს არის ფილმი, სერიალი-უდიდეს ძარცვაზე, მძევლებზე; ნეტფლიქსის ერთ-ერთი რეიტინგული სერიალია და კი, ზღაპარია რაც იქ ხდება, თუმცა
მთელი ხუთი სეზონი არის იმის მტკიცება-რამდენად იდიოტია ესპანეთის პოლიცია )))))))))))))))))
აქაც და იქაც, ანუ რეალშიც და ფილმშიც
საქმე ეხება ცოცხალ ადამიანებს, მძევლებს-ანუ ((((
ჰოდა რა ვიცი აბა
როცა შენი ოჯახის წევრი ვიღაც შესაძლოა-შეშლილს ან ბეზპრეძელნიკს ყავს იღლიაში ამოდებული (ჯვარი გწერიათ ყველას)
ეგეთ დროს რა უნდა ქნას, ხო არ იცით პოლიციამ?

როგორც ერთი-ორი უვარგისი ექიმის გამო, მთელს სამედიცინო სამყაროს გადაუვლიან ხოლმე და ვმწარდები, ზუსტად ეგრე მემართება-როცა პოლიციას აგდებით იხსენიებენ.
რა ვიცი, როცა გიჭირთ ჯანმრთელობის მხრივ, ან საფრთხეში ხართ-რაღატომ რეკავთ მაშინ ან სასწრაფოში, ან პატრულში?
ბადრი ესებუას ისტორია რომ უმსხვერპლოდ დამთავრდა
მახსოვს როგორ წუხდნენ ერთი პარტიის წარმომადგენლები 
დღეს სხვა ადამიანები არიან განსაცდელში და
თქვენი არ ვიცი,
მე ისეთი იმედით შევქცერი ჩვენს პოლიციას;
ურთულესი ამოცანა უდევთ ცხვირწინ და ღმერთმა უშველოს ყველას, ვინც ამ ამბავშია ეხლა ამწუთას ჩართული-მძევლიდან-რიგით ძალოვანამდე....
რა ვქნა, ბანკი-არ მეცოდება! არ ვარ წმინდანი, მომიტევეთ;

არ შეიძლება რაა ყველაფერზე ღლიცინი, ყველაფერზე ჩასაფრება და ყველა სიტუაციაში ვიღაცა შენი პარტიის ლიდერის მხარეს დგომა!
ადამიანები არიან იქ, რომელთაც არაფერი დაუშავებიათ.

ოღონდ მსხვერპლი ნუ იქნება....
მე დღეს პოლიციის მხარეს ვდგავარ, იმიტომ რომ ეს არ არის ფილმი.
თქვენ-როგორც გინდათ..."-წერს ნინო ახობაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner