„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფოთის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები მიხეილ ლუხავა და ალექსი ადამია მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით არიან დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით დაკავება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 45-ე მუხლით მოხდა.
„ფოთში2 პირის დაკავება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 45-ე მუხლით მოხდა, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენას ან შენახვას, გასაღების მიზნის გარეშე, ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას. დაკავებული პირები ნარკოლოგიურ შემოწმებაზე არიან გადაყვანილი", - განაცხადეს შსს-ში.
აღნიშნულთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფოთის ოფისში ბრიფინგი იგეგმება.