logo_geo
eng_logo
ოთარ შამუგიამ, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი მარანი დაათვალიერა
- +

21 სექტემბერი. 2022. 12:09

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი მარანი დაათვალიერა.

ბექა ნახუცრიშვილმა სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით ისარგებლა და ღვინის მარნის მოსაწყობად 52,000 ლარზე მეტი საგრანტო დაფინანსება და 230,000 ლარის ოდენობით შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღო. ფერმერმა, მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 35%-იანი თანადაფინანსებით, 25,000 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეიძინა. ბექა ნახუცრიშვილის მარანი, წლიურად, 10,000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს, რომლის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება.

სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტებისა და პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულია 65 ღვინის მარანი და საწარმო, რომელთა ჯამური ინვესტიცია 19 მლნ ლარს, ხოლო სახელმწიფო თანადაფინანსება 7 მლნ ლარს აღემატება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner