თურქეთის პროვინცია შირნაკში აფეთქების შედეგად ორი სამხედრო დაიღუპა. როგორც ადგილობრივი პრესა იუწყება, გზაზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა სამხედრო ავტომობილთან აფეთქდა.
მედიის ცნობით, კიდევ ერთი ანალოგიური შემთხვევა თურქეთის აღმოსავლეთ პროვინცია ჰაკარიში მოხდა, სადაც აფეთქების შედეგად სამი სამხედრო დაიჭრა.
გამოცემა „Hurriyet Daily News"-ის ცნობით, აფეთქებები თურქეთში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტიის" მიერ იყო ორგანიზებული.