logo_geo
eng_logo
ირაკლი ნადარეიშვილი: „იბერიას“კანონიერი მფლობელებისგან ლიცენზიის გამოძალვა ადეიშვილისა და ლაცაბიძის ხელმძღვანელობით მოხდა
- +

17 თებერვალი. 2016. 00:01


 

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ნადარეიშვილმა ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა, რომ პროკურატურა გიორგი ლაცაბიძის მიმართ აღმკვეთი ღონისძების საკითხს დააყენებს.


მისი თქმით, პროკურატურამ გამოძიება უშუალოდ ტელეკომპანია „იბერიის"  ლიცენზიის დათმობის საკითხში დაასრულა. რაც შეეხება „ომეგა ჯგუფის" მიმართ განვითარებულ სხვა ქმედებებზე გამოძიება გრძელდება და ნადარეიშვილის განცხადებით, ყველა პირი, რომლის მიმართაც შეგროვდება საკმარისი მტკიცებულებები დაისჯება.



„სწორედ ადეიშვილისა და ლაცაბიძის ხელმძღვანელობით მოხდა აღნიშნული ლიცენზიის გამოძალვა მათი კანონიერი მფლობელებისგან და მათი დავალებით მოხდა აღნიშნული ლიცენზიის გადაფორმება მათთან დაახლოებულ პირებზე. გიორგი ლაცაბიძე არის პირი, რომელმაც ტელეკომპანიის ლიცენზიის დათმობის მოთხოვნა და მუქარა უშუალოდ გაჟღერა, რისი მოწმეებიც საქმეში მოიძიება და დადასტურებულია სხვადასხვა მტკიცებულებით. სწორედ ეს გახლდათ ბრალდების გამოტანის საფუძველი, რომელიც, აშკარად, მის  კომპეტენციას სცილდებოდა." -განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.



ტელეკომპანია „იბერიის"ეთერში ნადარეიშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ  ტელეკომპანია „იბერიის" საქმეში გარკვეული დოზით ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ფიგურირებს.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner