პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის განადგურებასა და მისი საზღვრების შეცვლას შეეცდება.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, რათა ნატომ კიდევ უფრო მეტად დაუჭიროს მხარი უკრაინას, რათა მან შეძლოს თავის დაცვა. ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ინფორმაცია დადასტურდა. რუსეთი შეეცდება გაანადგუროს უკრაინა და დაიპყროს მისი ტერიტორიის ნაწილი. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ“, - განაცხადა მატეუშ მორავეცკიმ.
დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და დასავლეთი გააფრთხილა, რომ „ბირთვული შანტაჟის“ გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთი მათ მთელი არსენალით უპასუხებს.