logo_geo
eng_logo
იანოჰ ჰერმანი: საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობა ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია
- +

23 აგვისტო. 2016. 16:48



საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა გერმანელ ჟურნალისტ რენე შულცისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობა ორივე მხარისთვის არის მნიშვნელოვანი.



ჩვენ დაინტერესებული ვართ დემოკრატიით, კეთილდღეობით, კანონის უზენაესობითა და უსაფრთხოებით ჩვენი სამეზობლოს ქვეყნებში, აღმოსავლეთით თუ სამხრეთით. დაინტერესებულია თუ არა ამით საქართველო? რა თქმა უნდა. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ჩვენი თანამშრომლობის საფუძველი. ფაქტობრივად, საქართველო გვეუბნება: „თქვენთან დაახლოების სურვილი მაქვს", ჩვენ კი ვპასუხობთ: „დიახ, ამის გაკეთება შეგიძლია და ამაში დაგეხმარებით, ეს ჩვენს ფასეულობებსა და ინტერესებს ეფუძნება", - აცხადებს იანოშ ჰერმანი.



მისი თქმით, ევროკავშირი დაინტერესებულია სტაბილური და დემოკრატიული საქართველოთი, რომელსაც შეუძლია, იყოს არამხოლოდ ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი, არამედ ჰქონდეს გავლენა რეგიონზე.



დაინტერესებულია თუ არა ევროკავშირი აყვავებული და დემოკრატიული საქართველოთი, რომელიც სტაბილურია და რომელსაც შეუძლია, იყოს მნიშვნელოვანი პარტნიორი ბევრ ასპექტში, არამხოლოდ ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით, არამედ ჰქონდეს გავლენა რეგიონზე, ასხივებდეს პროგრესს და სტაბილურობას რეგიონში, საქართველოთი, რომელიც არის მნიშვნელოვანი რგოლი აზიასა და ევროპას შორის, სადაც არის ენერგოკავშირები, მილსადენები, ტრანსპორტი, გზები, ახალი პორტები და სხვა ეკონომიკური შესაძლებლობები, მათ შორის ჩვენი კომპანიებისთვისაც? - დიახ. ჩვენ ამით დაინტერესებული ვართ და ერთად ვმუშაობთ ამაზე", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner