logo_geo
eng_logo
სტოლტენბერგი: პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს, ხოლო ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ მუქარა საშიში და უგუნური რიტორიკაა
- +

21 სექტემბერი. 2022. 19:10

 

 

სტოლტენბერგი: პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს, ხოლო ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ მუქარა საშიში და უგუნური რიტორიკაა

 

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს, ხოლო ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ მუქარა საშიში და უგუნური რიტორიკაა.

 

NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, რუსეთის პირველი მობილიზაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ იყო მოულოდნელი, თუმცა ის კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს.

 

პუტინის ნაბიჯები ცხადყოფს, რომ ომი მისი გეგმების მიხედვით არ მიდის. აშკარაა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დიდი შეცდომა დაუშვა, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

 

„[პუტინის] გამოსვლა ესკალაციაა, თუმცა მოულოდნელი არ არის. ჩვენ მზად ვართ. ჩვენ ვინარჩუნებთ სიმშვიდეს და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. პრეზიდენტ პუტინის გამოსვლა ცხადყოფს, რომ ომი არ მიდის მისი გეგმების მიხედვით. მან დიდი შეცდომა დაუშვა“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

 

ამ ომის დასრულების ერთადერთი გზა არის იმის დამტკიცება, რომ პრეზიდენტი პუტინი ვერ გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე. როდესაც ამას მიხვდება, უკრაინასთან გონივრულ შეთანხმებაზე მოლაპარაკება უნდა დაიწყოს“, - განაცხადა მან.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner