პუტინის განცხადება ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ სასოწარკვეთის აქტია, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა.
„რუსეთი ვერ მოიგებს ამ დანაშაულებრივ ომს. თავიდანვე პუტინმა სათანადოდ ვერ შეაფასა სიტუაცია - უკრაინაში წინააღმდეგობის გაწევის ნება და მათი მეგობრების ერთიანობა“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და დასავლეთი გააფრთხილა, რომ „ბირთვული შანტაჟის“ გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთი მათ მთელი არსენალით უპასუხებს.