logo_geo
eng_logo
შოლცი: პუტინის განცხადება ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ სასოწარკვეთის აქტია - რუსეთი ვერ მოიგებს ამ დანაშაულებრივ ომს
- +

21 სექტემბერი. 2022. 19:38

 

 

 

პუტინის განცხადება ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ სასოწარკვეთის აქტია, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა.

 

„რუსეთი ვერ მოიგებს ამ დანაშაულებრივ ომს. თავიდანვე პუტინმა სათანადოდ ვერ შეაფასა სიტუაცია - უკრაინაში წინააღმდეგობის გაწევის ნება და მათი მეგობრების ერთიანობა“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

 

დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და დასავლეთი გააფრთხილა, რომ „ბირთვული შანტაჟის“ გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთი მათ მთელი არსენალით უპასუხებს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner