უკრაინაში რუსეთის ომი მთელ მსოფლიოში შიმშილს იწვევს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
„რუსეთი ტყუილებს ავრცელებს, ცდილობს სასურსათო კრიზისი სანქციების დაწესებას დაუკავშიროს. ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: ჩვენი სანქციები ცალსახად უშვებს, პირდაპირ აძლევს რუსეთს სურსათისა და სასუქის ექსპორტის შესაძლებლობას. არანაირი შეზღუდვა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„ზუსტად რუსეთის ომი აუარესებს სასურსათო დაუცველობას და მხოლოდ რუსეთს შეუძლია დაასრულოს იგი“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.