logo_geo
eng_logo
მებაჟე ოფიცრებმა გარდაბანში არადეკლარირებული ვერცხლის ზოდები აღმოაჩინეს
- +

23 აგვისტო. 2016. 17:01



23 აგვისტოს, საბაჟო-გამშვებ პუნქტში „გარდაბანი", შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ვერცხლის ზოდები (საერთო წონა 3 500 გრამი) აღმოაჩინეს. ტვირთი ბაქო-თბილისის მატარებელის ელექტრო-მექანიკოსისათვის განკუთვნილი ოთახის დათვალიელებისას, ინსტრუმენტების სათავსოში იქნა აღმოჩენილი. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4 467 ლარი შეადგინა.



საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 4 467 ლარის ოდენობით.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner