logo_geo
eng_logo
რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე ამ მომენტისთვის 370-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
- +

21 სექტემბერი. 2022. 21:57

 

 

რუსეთში, ნაწილობრივი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე ამ მომენტისთვის 370-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, 96 ადამიანი პეტერბურგში დააკავეს, 89 - მოსკოვში და 45 - ეკატერინბურგში.

 

დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და დასავლეთი გააფრთხილა, რომ „ბირთვული შანტაჟის“ გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთი მათ მთელი არსენალით უპასუხებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner