რუსეთში, ნაწილობრივი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე ამ მომენტისთვის 370-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 96 ადამიანი პეტერბურგში დააკავეს, 89 - მოსკოვში და 45 - ეკატერინბურგში.
დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და დასავლეთი გააფრთხილა, რომ „ბირთვული შანტაჟის“ გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთი მათ მთელი არსენალით უპასუხებს.