logo_geo
eng_logo
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი რუსეთში გამოცხადებულ მობილიზაციაზე: ყველას გავანადგურებთ, ვინც ჩვენს მიწაზე იარაღით მოვა
- +

21 სექტემბერი. 2022. 23:29

 

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობის არცერთი განცხადება გავლენას არ მოახდენს უკრაინელების მზადყოფნაზე, იბრძოლონ თავისუფლებისთვის.

 

„უკრაინის შეიარაღებული ძალები გაანადგურებენ ყველას, ვინც იარაღით მოდის უკრაინაში, მიუხედავად იმისა, ნებაყოფლობით აღმოჩნდნენ აქ თუ მობილიზაციის ფარგლებში“, - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

 

„მტრის სრულმასშტაბურმა შეტევამ არ შეგვაშინა. მეტიც, ჩვენ გავერთიანდით და სათანადოდ შევხვდით მტერს. ამის დასტურია რუსეთში მობილიზაციის გამოცხადება. ამიტომ, აგრესორი ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის არცერთი განცხადება არ იმოქმედებს ჩვენს მზადყოფნაზე, ვიბრძოლოთ ჩვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ გავანადგურებთ ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე იარაღით მოვა“, - განაცხადა მან.

 

დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და დასავლეთი გააფრთხილა, რომ „ბირთვული შანტაჟის“ გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთი მათ მთელი არსენალით უპასუხებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner