logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: ბევრად იაფი რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტის გარეშე საქართველოში ბენზინის ფასი საშუალოდ 60 თეთრიდან 1 ლარამდე გაძვირდებოდა
- +

22 სექტემბერი. 2022. 12:51

 

"უნგრეთში, სლოვენიაში, ჩეხეთში, იტალიაში, თურქეთში და სხვაგან არასანქცირებული რუსული ნავთობის იმპორტი გაიზარდა რადგან საერთაშორისო ბაზარზე საფასო სხვაობა რუსულ და სხვა ნავთობს შორის საშუალოდ ბარელზე 45%-ით, 30 დოლარზე მეტია. ბევრად იაფი რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტის გარეშე, საქართველოში ბენზინის ფასი საშუალოდ 60 თეთრიდან 1 ლარამდე გაძვირდებოდა“, - ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს დამოკიდებულების ხარისხი რუსეთიდან იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე კარგია რომ მინიმალურია, რადგან ევროპაში იანვარ-ივნისის მდგომარეობით გაზის ფასები 4-ჯერ არის გაზრდილი, საქართველოში კი მისი ტარიფი ამ დრომდე სტაბილურია:

საფასო სხვაობის გათვალისწინებით საქართველოში კერძო სექტორის და მომხმარებლების დანაზოგი ნავთობპროდუქტების იმპორტზე ნახევარ მილიარდ ლარს აჭარბებს. საქართველოს დამოკიდებულების ხარისხი რუსეთიდან იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე კარგია რომ მინიმალურია, რადგან ევროპაში იანვარ-ივნისის მდგომარეობით გაზის ფასები 4-ჯერ არის გაზრდილი, საქართველოში კი მისი ტარიფი ამ დრომდე სტაბილურია.

24 თებერვლის შემდეგ ევროკავშირმა რუსეთისგან ენერგომატარებლების შეძენაში 91.5 მილიარდი ევრო გადაიხადა (ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესაძენად 51.6 მილიარდი ევრო), ჯამში 158 მილიარდი ევრო - აღნიშნულ შემოსავლებში ევროკავშირის წილი 54%-ია,“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner