logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე გიგა მაქარაშვილს: სტრასბურგის მასშტაბითაც თქვენი სამოქალაქო აქტივიზმი რომ ნულის ტოლია, ხომ დარწმუნდით?!
- +

22 სექტემბერი. 2022. 12:54

"ქართულ კანონმდებლობასთან მწყრალად ხართ, ჩვენ კი ვიცით, მაგრამ სტრასბურგის მასშტაბითაც თქვენი სამოქალაქო აქტივიზმი რომ ნულის ტოლია ხომ დარწმუნდით?!“ - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში მიმდინარე დავას, რომელიც გიგა მაქარაშვილმა და ზურაბ ბერძენიშვილმა საქართველოს წინააღმდეგ წააგეს.

ანალიტკოსი იმედს გამოთქვამს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, სამოქალაქო აქტივისრები გიგა მაქარაშვილი და ზურაბ ბერძენიშვილი მაინც დარწმუნდებიან, რომ მათი აქტივიზმი ნულის ტოლია.

ევროპის მასშტაბითაც მოგვეჭრა თავი? ჩვენი რადიკალ-აქტივისტები დარჩნენ ხოშტარიას დროშის ტარების ამარა... აბა, ახლა დაიწყეთ, როგორ მოისყიდა „ოცნებამ“ ევროპული სასამართლო... ქართულ კანონმდებლობასთან მწყრალად ხართ, ჩვენ კი ვიცით, მაგრამ სტრასბურგის მასშტაბითაც თქვენი სამოქალაქო აქტივიზმი რომ ნულის ტოლია, ხომ დარწმუნდით?! მოკლედ, ისევ საოკუპაციო ხაზთან ჩახდას მიაწექით, მინიმუმ კანონს არ დაარღვევთ და უხერხულობაზე ნუ იდარდებთ, მაინც შორს ხართ მორალთან და კულტურასთან,“ - წერს ქადაგიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner