logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: მაქარაშვილი და ბერძენიშვილი, რომლებიც საკუთარ სამშობლოს უჩიოდნენ, დამარცხდნენ და მომავალშიც აუცილებლად დამარცხდებიან, რადგან მათი ბრძოლა უკანონო და საზოგადოებისთვის მიუღებელია
- +

22 სექტემბერი. 2022. 13:35

 

რადიკალური ოპოზიცია, კვლავ ქუჩის აქციებით, ადმინისტრაციული შენობების პიკეტირებით და ბლოკირებით იმუქრებიან, არადა შენობის ბლოკირება ჩვენი ლიბერალური კანონმდებლობითაც კი ისჯება. ასეთი მეთოდებით პოლიტიკური ბრძოლა დასავლური ღირებულებებისთვისაც კი სრულიად მიუღებელია და ეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებამაც დაადასტურა,- ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე გიგა მაქარაშვილისა და ზურაბ ბერძენიშვილის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ დავას.

მისი თქმით მომავალშიც აუცილებლად დამარცხდებიან რადგან მათი ბრძოლაც და ბრძოლის მეთოდებიც უსამართლო, უკანონო და საზოგადოებისთვის მიუღებელია.

მაქარაშვილი და ბერძენიშვილი რომლებიც საკუთარ სამშობლოს უჩიოდნენ და ხელისუფლებას დემოკრატიას უწუნებდნენ, დამარცხდნენ და მომავალშიც აუცილებლად დამარცხდებიან რადგან მათი ბრძოლაც და ბრძოლის მეთოდებიც უსამართლო, უკანონო და საზოგადოებისთვის მიუღებელია“- წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ 2019 წლის ნოემბერში პარლამენტის შენობასთან გამართული დემონსტრაციის დროს საქართველოს ხელისუფლებამ საკმარისი ტოლერანტობა გამოიჩინა დემონსტრაციის მონაწილეების მიმართ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner