logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: არა მგონია, საქართველოში ვინმე ბედავდეს და სასამართლოზე ზეწოლას ახორციელებდეს
- +

22 სექტემბერი. 2022. 13:50

 

არა მგონია, რომ საქართველოში ვინმე ბედავდეს და ახორციელებდეს სასამართლოზე ზეწოლას. იმის თეორიული დაშვებაც კი, რომ მოსამართლეზე ვინმემ შეიძლება რაიმე სახის ზეწოლა განახორციელოს, მიუღებელია, - ამის შესახებ რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. იუსტიციის მინისტრის თქმით, თუკი რომელიმე მოსამართლის ან ნებისმიერი სხვა ადამიანის მიმართ ზეწოლა ხორციელდება და მის საქმიანობაში უკანონოდ ერევიან, შეუძლია სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს.

ზოგადად ნებისმიერი სახის ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე და საქმიანობის ხელშეშლა არის დანაშაული და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, თუ მსგავსი ფაქტი შეიძლება ბუნებაში არსებობდეს და ამ შემთხვევაში, ნებისმიერ ადამიანს და რა თქმა უნდა, მოსამართლეს შეუძლია, სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს და დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლეს აუცილებლად იპოვიან. მე არა მგონია, რომ საქართველოში ვინმე ბედავდეს და სასამართლოზე ზეწოლას ახორციელებდეს. თეორიული დაშვებაც კი იმისა, რომ მოსამართლეზე ვინმემ შეიძლება რაიმე სახის ზეწოლა განახორციელოს, ბუნებრივია, მიუღებელია და თუკი რომელიმე მოსამართლის ან ნებისმიერი სხვა ადამიანის მიმართ მუქარა ხორციელდება, ან მის საქმიანობაში ვინმე უკანონოდ ერევა, ამის შესახებ მათ შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართონ. ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო, ბუნებრივია, გამოძიებას ვერ დაიწყებს, თუმცა პოზიცია არის, რა თქმა უნდა, ის, რომ ნებისმიერი სახის ჩარევა მოსამართლის საქმიანობაში არის მიუღებელი. ეს არა მხოლოდ ჩემი პირადი პოზიციაა, არამედ ამის შესახებ საუბრობს კონსტიტუცია. ეს არის ერთ-ერთ მთავარი პრინციპი, რასაც სამართლებრივი სახელმწიფო ეფუძნება, რომ სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი“, - განაცხადა ბრეგაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner