logo_geo
eng_logo
რომ არა რუსული ნავთობი, დღეს საქართველოში საწვავის ფასი გაცილებით მაღალი იქნებოდა, რაც სხვა პროდუქტების გაძვირებას გამოიწვევდა - დავით ჩიხელიძე
- +

22 სექტემბერი. 2022. 14:57

Centre for Research on Energy and Clean Air-ის მონაცემებზე დაყრდნობით, 24 თებერვლის შემდეგ ევროკავშირმა რუსეთისგან ენერგომატარებლების შეძენაში 91.5 მილიარდი ევრო გადაიხადა, ომის დაწყებიდან 6 თვეში კი, რუსეთმა ენერგომატარებლების ექსპორტისგან 158 მილიარდი ევროს შემოსავლები მიიღო, რომელშიც ევროკავშირის წილი 54%-ია“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

ევროპა ჩვენგან სანქციებს ითხოვს, თვითონ კი რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებისთვის ქმედით ნაბიჯებს არ დგამს. აუცილებელია ვიცოდეთ, რომ არა რუსული ნავთობი, დღეს საქართველოში საწვავის ფასი გაცილებით მაღალი იქნებოდა, რაც სხვა პროდუქტების გაძვირებას გამოიწვევდა. რაც შეეხება რუსულ გაზს, აღნიშნული კუთხით საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება მინიმალურია“, - წერს დავით ჩიხელიძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner