რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ჩინეთში, „დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში სამმხრივ შეხვედრას გამართავენ, - ამის შესახებ ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრის გამართვაზე სამი ქვეყნის ლიდერები სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ.
საუბრისას პუტინმა, მერკელმა და ოლანდმა მინსკის პროცესის პერსპექტივები განიხილეს. რუსეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერთან და საფრანგეთის პრეზიდენტთან ყირიმში „კიევის უხეშ პროვოკაციაზე" ესაუბრა.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვლადიმირ პუტინმა, ანგელა მერკელმა და ფრანსუა ოლანდმა დონბასის განსაკუთრებული სტატუსის, არჩევნების, რეფორმების ჩატარებისა და ამნისტიის გამოცხადების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
„დიდი ოცეულის" სამიტი ჩინეთში 4-5 სექტემბერს გაიმართება.