logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანის განცხადებით, ანტიდოპინგურ კანონპროექტზე მუშაობა ბოლო ეტაპზეა და მისი ინიცირება შესაძლებელია
- +

22 სექტემბერი. 2022. 16:53

 

კულტურის მინისტრის განცხადებით, ანტიდოპინგურ კანონპროექტზე მუშაობა ბოლო ეტაპზეა და მისი ინიცირება შესაძლებელია. ამის შესახებ თეა წულუკიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას ისაუბრა.

თხოვნა მექნებოდა საქართველოს პარლამენტთან, რომ 2017 წლიდან მთავრობაც და პარლამენტიც ვცდილობთ ანტიდოპინგურ კანონმდებლობაზე მუშაობა დავასრულოთ. ჩვენ ახლა ვართ პრინციპში ბოლო ეტაპზე, კანონპროექტი ყველას მიერ არის მოწონებული და შეიძლება მისი ინიცირება, დარჩენილია კვლევის კომპონენტი და გიდასტურებთ მზაობას, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და თქვენ შეძლოთ, კომიტეტმა ამ რეფორმის ინიცირება 21 აპრილის სამუშაო შეხვედრის შესაბამისად, რომელიც შედგა დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ევროსაბჭოსთან“, - განაცხადა წულუკიანმა.

პარლამენტში მინისტრის საათიაა. დეპუტატები ვიცე-პრემიერსა და კულტურის მინისტრს უსმენენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner