როდესაც რომელიმე ნაგებობა შენდება, არქიტექტორს გადაეცემა საპროექტო მოცემულობა, სადაც წერია, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს ესა თუ ის ნაგებობა. სპორტის სასახლე არის „დახურული ერთი არენა, რომელიც საჭიროების მიხედვით, ცვალებადობით გამოიყენება სავარჯიშოდ და საასპარეზოდ. აგრეთვე კულტურული, რიტუალური და სხვა ღონისძიებისათვის. (მაგ. როგორიცაა თბილისის სპორტის სასახლე და ს. ხიმშიაშვილის ქუჩაზე აგებული შენობა); კომპლექსი შეიძლება იყოს -სპორტის ერთი სახეობისთვის, რამდენიმე არენით ან სპორტის რამდენიმე სახეობისათვის შესაბამისი სავარჯიშო - საშეჯიბრო სარბიელით, როგორიცაა ლეონიძის ქუჩაზე აგებული ნაგებობა (მასალები აღებულია სპორტული გაზეთის „ლელოს“ კითხვა - პასუხის არქივიდან“). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაუგებარია რატომ მიანიჭეს სპორტულ კომპლექსს სპორტის სასახლის სტატუსი. ხომ არ ირღვევა აქ ამ ნაგებობის მიმართ მოთხოვნა და პროექტის ავტორის საავტორო უფლებები.
ქ. ბათუმში დასანგრევად გამზადებულ სპორტულსკოლას, რომელიც მუხრან ვახტანგაძის სახელობისიყო და რომელიც არანაირად არ აკმაყოფილებდასპორტის სასახლის მოთხოვნებს, აჭარის მთავრობის2021 წლის 15 დეკემბრის ბრძანებულებით ეწოდასპორტის სასახლე. სპორტული სკოლის, უკვესასახლედ წოდებულის დანგრევის შემდეგ, მანგადაინაცვლა სპორტულ კომპლექსში და ეწოდამუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლე.
„ეს იყო აჭარის სპორტული საზოგადოების ნაწილისსურვილი, რაც აჭარის მთავრობასა და სპორტისდეპარტამენტში შემოსული ოფიციალური მომართვებით გამოიხატა. სათანადო განხილვისშემდეგ, მიღებული იქნა გადაწვეტილება, ბათუმისსპორტის სასახლეს მუხრან ვახტანგაძის სახელიმინიჭებოდა...~. _ აცხადებენ აჭარის განათლებისსამინისტროს პრეს-სამსახურში.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მუხრანვახტანგაძემ პირველმა მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ისარის ოლიმპიური ბრინჯაოს მედლისა და მსოფლიოთასის ორგზის მფლობელი. დაჯილდოვებულია ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენებით.
როსტომ აბაშიძე, 1958-62-63 წლების სამგზის მსოფლიო ჩემპიონია. 1963 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი ტარდებოდა ოთხ წელიწადში ერთჯერ, ე.ი. ის ხუთი წლის განმავლობაში იყო უძლიერესი ფალავანი. საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი, საპატიო ნიშნის ორდენისა და ღირსებისორდენის კავალერი, ახალგაზრდობის მესამე საერთაშორისო მსოფლიო მეგობრული სპორტული თამაშობათა ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის ხალხთა I სპარტაკიადის მესამე პრიზიორი, ჩატარებული აქვს90 საერთაშორისო შეხვედრა და არცერთი არ წაუგია. ოლიმპიური თამაშების მონაწილე ტოკიოში, სადაცმეხუთე ადგილი დაიკავა.
როდესაც ბათუმში სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე დაიწყო სპორტის სასახლის მშენებლობა ჩვენი ქვეყნის სახელოვანმა სპორტსმენებმა, მეცნიერებმა და ინტელიგენციის წარმომადგენლებმა მიმართეს თხოვნით აჭარის მთავრობას, რათა ამ ნაგებობას მინიჭებოდა როსტომ აბაშიძის სახელი. წერილს ხელს აწერდნენ: ნონა გაფრინდაშვილი, მაიაჩიბურდანიძე, რომან რურუა, ლერი ხაბელოვი, ზორბეგ ბერიაშვილი, გურამ საღარაძე, ელგუჯა მეძმარიაშვილი, გიორგი კვესიტაძე, როინ მეტრეველი, კახი კახიაშვილი, ასლან ბალაძე, რევაზ ჩელებაძე, ვახტანგ ბლაგიძე, მუხრან ვახტანგაძე, დავით ბედინაძე, ანზორ ლაზიშვილი, ვანო პაპუნიძე, დავით თედორაძე, რამაზ სურმანიძე, ვახტანგ ღლონტი, მანუჩარ შერვაშიძე, სერგო დუმბაძე, ნინო საკანდელიძე.
რადგანაც არსებული ნაგებობა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბალანსზე იყო, ეს თხოვნა გადაიგზავნა სამინისტროში.
სპორტული კომპლექსზე სტატუსის შეცვლის გადაწყვეტილებას არ იზიარებენ ვეტერანი სპორტსმენები. ისინი ფიქრობენ რომ, ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე აგებულ სპორტის სასახლე როსტომ აბაშიძის სახელობის უნდა იყოს.
„15 წელი გამოდიოდა ხალიჩაზე და საერთაშორისო სარბიელზე მსოფლიო ჩემპიონატებსა და სხვა სპორტულ ღონისძიებებში ჩატარებული ორთაბრძოლებიდან არც ერთი არ წაუგია! პირველ დიდ წარმატებას 22 წლის ჭაბუკმა მიაღწია. როსტომ აბაშიძე სპორტულ დამსახურებებთან ერთად, თავმდაბალი, ღირსეული, ინტელექტით გამორჩეული ადამიანია და მას არ აინტერესებს, ბათუმის სპორტის სასახლე ან რომელიმე სპორტული ნაგებობა იქნება თუ არა მისი სახელობის, მაგრამ თუ სამართლიანობა გვინდა, ვისაც რა ეკუთვნის, ის უნდა გაკეთდეს. რაც მთავარია, ადამიანებს სიცოცხლეში უნდა ვაჩუქოთ სიყვარული და გამოვხატოთ მათდამი პატივისცემა. როსტომ აბაშიძე ამას იმსახურებს“! - ამბობს თავისუფალი სტილის მოჭიდავე, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი და ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, ვეტერან მოჭიდავეთა კავშირის თავმჯდომარე, სპორტის რაინდი, თბილისის საპატიო მოქალაქე გურამ საღარაძე.
„საერთოდ, წინაპრები, ვისზეც დგახარ, უნდა დააფასო. შეუძლებელია გივი კარტოზიასა და როსტომ აბაშიძეზე წინ დააყენო თავი. ალბათ არ იციან, რომ, როდესაც როსტომ აბაშიძე და უნგრელი პოიაკი მესამედ გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები, იმ პერიოდში მთელს ჩვენს პლანეტაზე, კლასიკური სტილის მოჭიდავეებში, მხოლოდ სამი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი იყო: გივი კარტოზია, როსტომ აბაშიძე და უნგრელი პოიაკი. დიახ, როსტომ აბაშიძე მსოფლიო სამეულში შედიოდა! ყველა მოჭიდავეს აქვს თავისი ხელწერა. რაც შეეხება როსტომს, ის იყო უნიკალური მოჭიდავე თავისი ტექნიკითა და ტექნოლოგიით. ასეთი მოჭიდავე არავინ ყოფილა. თუ სჭირდებოდა ერთი ქულა, აიღებდა მას და ასე დაასრულებდა ასპარეზობას. შანს ხელიდან არ გაუშვებდა. ყველა მოწინააღმდეგეს ჭიდაობის თავის სტილს სთავაზობდა. მიმაჩნია, რომ სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე აგებულ ნაგებობას, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბალანსზეა, უნდა ეწოდოს წლების განმავლობაში მსოფლიო უძლიერესი ფალავნის - როსტომ აბაშიძის სახელი“ - ამბობს ოლიმპიური თამაშებისა და ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, სოკის, ფილას და ღირსების, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი, სპორტის რაინდი რომან რურუა.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ცნობილმა სპეციალისტმა, საბჭოთა კავშირის სპორტის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, კაცმა, რომელიც ყველა სახის ჭიდაობას კურირებდა საბჭოთაკავშირში - არკადი ლენცმა როსტომ აბაშიძეს„ განსაკუთრებული ტაქტიკის მოჭიდავე“ უწოდა - „ისიყო სპორტსმენი, რომელსაც არცერტი შეხვედრა არწაუგია“
ვეტერანი მოჭიდავეების აზრს იზიარებსდამსახურებული ჟურნალისტი, ჟურნალისტთაკავშირის, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის, მხატვართა კავშირისა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრი დემიკოლოლაძე: „როსტომ აბაშიძე მთელი ცხოვრებალეგენდა იყო! ამიტომ, ყველას მართებს ობიექტურობა და სამართლიანობა დაიცვას. როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას ვიღებთ, კარგადუნდა დავფიქრდეთ. თუ არ ვიცით, უნდა ვიკითხოთ. გივი კარტოზია რომ ცოცხალი იყოს, ისიც იტყოდა, თბილისის სპორტის სასახლეს ჩემი სახელი არმიანიჭოთო. მაგრამ, ეს არაფერს არ წყვეტს და არცვლის. არ შეიძლება ისეთი ღირსეული ადამიანის, როგორიც როსტომ აბაშიძეა, ღვაწლი დადამსახურება არ დავინახოთ“!
ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, ვეტერან სპორტსმენებს, მეცნიერებსა და საზოგადომოღვაწეებს მიაჩნიათ, რომ ყველაზე დიდ სპორტულ ნაგებობას ბათუმში, როგორიცაა სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე აგებულ სპორტულ ნაგებობა დარომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბალანსზეა, მიენიჭოს აჭარის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენის როსტომ აბაშიძის სახელი.