logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა ახალი პრაქტიკა, რომელიც მეტწილად ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველოში პოლიციის და სხვა სამართალდამცავი ორგანოების მოქმედება ორიენტირებულია ადამიანის ღირსებაზე
- +

22 სექტემბერი. 2022. 17:51

 

მაქარაშვილისა და ბერძენიშვილისგან განსხვავებით ირაკლი კაჭარავა დაკავებული იყო პოლიციელის ჩვენების საფუძველზე, არ იყო შესაბამისი ვიდეომტკიცებულება და სწორედ ამიტომ სასამართლომ დაადგინა დარღვევა, თუმცა, ბუნებრივია, ეს ჩვენთვის არის იმის საფუძველი, რომ კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს ყველა სამართლებრივი ნორმა და მოქმედება, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

ირაკლი კაჭარავასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ განსაზღვრა, რომ შესაბამისი მტკიცებულებების არსებობისას, მაშინ როდესაც ხდება სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირებისთვის ხელშეშლა, შესაძლებელია პირის ადმინისტრაციული წესით დაკავება. წინა ორ შემთხვევაში იყო ვიდეოკამერების ჩანაწერები, ხოლო კაჭარავა დაკავებული იყო პოლიციელის ჩვენების საფუძველზე. არ იყო შესაბამისი ვიდეომტკიცებულება და სწორედ ამიტომ სასამართლომ დაადგინა დარღვევა, თუმცა, ბუნებრივია, ეს ჩვენთვის არის იმის საფუძველი, რომ კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს ყველა სამართლებრივი ნორმა და მოქმედება. ამ გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა ახალი პრაქტიკა, რომელიც მეტწილად ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველოში პოლიციის და სხვა სამართალდამცავი ორგანოების მოქმედება ორიენტირებულია ადამიანის ღირსებაზე და თავიდან ბოლომდე შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. შესაძლებელია გარკვეული მცირე კორექტივების შეტანა, რაც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული, რათა უმაღლეს დონეზე იყოს შესრულებული სტანდარტები, რომლებსაც გვიწესებს კონვენცია“, - აცხადებს რატი ბრეგაძე.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2022 წლის 1-ელ სექტემბერს გამოიტანა გადაწყვეტილებასაქმეზე „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და დაადგინა, რომ გიგა მაქარაშვილისა და ზურაბ ბერძენიშვილის მიმართ შეკრების თავისუფლება არ დარღვეულა, ხოლო ირაკლი კაჭარავას მიმართ ევროსასამართლომ შეკრების თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner