გერმანია განიხილავს რუსი დეზერტირებისთვის თავშესაფრის მიცემის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუკი ისინი კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის რეჟიმს დაუპირისპირდებიან. ამის შესახებ RBC Bloomberg-ზე დაყრდნობით იტყობინება.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის ნენსი ფესერის თქმით, ბერლინი თავშესაფარს აძლევს იმ დეზერტირებს, რომლებიც მძიმე რეპრესიებს განიცდიან.
„ყველას, ვინც გაბედულად ეწინააღმდეგება პუტინის რეჟიმს და შესაბამისად, თავს დიდ საფრთხეს უქმნის, შეუძლია თავშესაფარი მოითხოვოს გერმანიაში პოლიტიკური დევნის გამო“, - დასძინა მინისტრმა.