logo_geo
eng_logo
გერმანია მზად არის რუსი დეზერტირები მიიღოს, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით
- +

22 სექტემბერი. 2022. 20:07

 

 

გერმანია განიხილავს რუსი დეზერტირებისთვის თავშესაფრის მიცემის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუკი ისინი კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის რეჟიმს დაუპირისპირდებიან. ამის შესახებ RBC Bloomberg-ზე დაყრდნობით იტყობინება.

 

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის ნენსი ფესერის თქმით, ბერლინი თავშესაფარს აძლევს იმ დეზერტირებს, რომლებიც მძიმე რეპრესიებს განიცდიან.

 

„ყველას, ვინც გაბედულად ეწინააღმდეგება პუტინის რეჟიმს და შესაბამისად, თავს დიდ საფრთხეს უქმნის, შეუძლია თავშესაფარი მოითხოვოს გერმანიაში პოლიტიკური დევნის გამო“, - დასძინა მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner