logo_geo
eng_logo
ევროპის მოედნის მიმდებარედ მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა
- +

22 სექტემბერი. 2022. 20:52

 

 

„თბილისობა 2022“-თან დაკავშირებით, ევროპის მოედნის მიმდებარედ სატრანსპორტო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა. შეზღუდვა 30 სექტემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

 

აღნიშნულ პერიოდში, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდული იქნება მეტეხის ხიდიდან მეტეხის აღმართის მიმართულებით, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით კი, მძროლები მოძრაობას შეძლებენ მხოლოდ ერთ ზოლში.

 

აღნიშნული ცვლილება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე არ გავრცელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner