logo_geo
eng_logo
ქუთაისში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე დაკავებულ გრიგოლ ნარსიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- +

22 სექტემბერი. 2022. 21:32

 

 

სასამართლომ ქუთაისში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე დაკავებულ გრიგოლ ნარსიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

გრიგოლ ნარსიას პროცესის დისტანციურად გაიმართა. მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ნარსია პატიმრობაში დატოვა.

 

დაცვის მხარეს აღკვეთის ღონისძიებად გირაოს - 100 000 ლარის ოდენობით ითხოვდა.

 

ნარსიას ბრალდება ოფიციალურად წარედგინა. დაკავებულის ინტერესებს იურისტთა ასოციაციის ხუთი ადვოკატი დაიცავს.

 

ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი 20 სექტემბერს, დილით შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვდა და აცხადებდა, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა. თავდასხმის შედეგად, არავინ დაშავებულა

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner