მექსიკაში ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება. ზიკას ციებ-ცხელებით დაავადებულთა რაოდენობა ერთ კვირაში 265 ადამიანით გაიზარდა.
მთლიანად მექსიკაში ზიკას ვირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობა 1 880-ს შეადგენს.
რამდენიმე კვირის წინ ზიკას ვირუსით დაავადების რამდენიმე შემთხვევა აშშ-ში, ფლორიდის შტატში დაფიქსირდა.
ზიკას ვირუსი, ძირითადად, ახალშობილებისთვის არის სახიფათო, ვინაიდან მან შესაძლოა, მიკროცეფალია, ანუ ტვინის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს.