logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: უახლოეს მომავალში ახმეტელის მეტროს პროექტზე ტენდერი გამოცხადდება
- +

23 სექტემბერი. 2022. 01:23

 

 

მეტროში არანაირი პრობლემა არ არის მგზავრთა გადაყვანის თვალსაზრისით. გვაქვს რამდენიმე ლოკაცია, ვარკეთილის მეტრო, ახმეტელის მეტრო, სადაც შესასვლელი ვერ უზრუნველყოფს ადამიანების გამტარუნარიანობას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.

 

„ეს არის კომუნისტების დროს განხორციელებული პროექტი და რა თქმა უნდა, თბილის ბოლო წლებში გაიზარდა, არაოფიციალურად 1,5 მილიონია ადამიანი ცხოვრობს დედაქალაქში. დილის პიკის საათებში ახმეტელის მეტროს შესასვლელში არის რიგი. საბჭოთა კავშირის დროს იყო დაპროექტებული ახმეტელის მეტროში სათადარიგო ჩასასვლელ-ამოსასვლელი, მათ ჰქონდათ გათვლა რომ ეს რაიონი გაიზრდებოდა. ეს დღეის მდგომარეობით დალუქულია. ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს. გარკვეული მიწები, სადაც ეს ჩასასვლელ-ამოსასვლელებია, დღეის მდგომარეობით გაყიდულია. მოგვიწევს ამის გამოსყიდვა და პროექტის განხორციელება. უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ ტენდერს და ამის შემდეგ დავიწყებთ მის განხორციელებას. იგივე პრობლემაა ვაგზლის მოედნის გადასასვლელზე. 40 ვაგონის შესყიდვას ვაპირებთ და თუ საჭირო გახდება კიდევ შევამციროთ ინტერვალი, ესეც უზრუნველყოფილი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner