logo_geo
eng_logo
ფილიპინებში ნარკომაფიის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციისას 1900 ადამიანი მოკლეს
- +

23 აგვისტო. 2016. 18:56



ფილიპინებზე ბოლო შვიდი კვირის განმავლობაში ნარკომაფიის წინააღმდეგ მიმართული სპეცოპერაციების შედეგად 1900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ქვეყნის პოლიციის უფროსმა რონალდ დე ლა როსამ განაცხადა.



პოლიციის მონაცემებით, 750 ადამიანი სამართალდამცველების მეირ ჩატარებული ოპერაციის დროს დაიღუპა, კიდევ 1100 ადამიანის გარდაცვალების გარემოებების დადგენა მიმდინარეობს.



როდრიგო დუტერტე, რომელმაც ფილიპინების პრეზიდენტის თანამდებობა ივნისის ბოლოს დაიკავა, ნარკომაფიის წინააღმდეგ ბრძოლაში "მკაცრი კურსის" მომხრეა. მის მთავარ საარჩევნო დაპირებას ქვეყანაში კრიმინალისა და ნარკოვაჭრობის აღმოფხვრა წარმოადგენდა. მან მოქალაქეებს მოუწოდა ცეცხლი გაუხსნან და მოკლან ნარკოდილერები, რომლებიც სამართალდამცველებს ემალებიან.



გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა ანიეს კალამარმა დუტერტე ანტინარკოტიკული კამპანიის ჩატარებისას საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დაადანაშაულა. გაერო-ს კრიტიკის საპასუხოდ, ფილიპინების პრეზიდენტმა განაცხადა , რომ მისმა ქვეყანამ შესაძლოა, ორგანიზაცია დატოვოს. თუმცა მოგვიანებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ფილიპინები გაერო-ში დარჩება იმის მიუხედავად, რომ ქვეყანას აქვს მიზეზები, იყოს ამ ორგანიზაციით უკმაყოფილო.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner