logo_geo
eng_logo
კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლისთავის აღსანიშნავად ღონისძიებები გაიმართება
- +

23 სექტემბერი. 2022. 10:33

 

 

საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა შეკრებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით გასამართი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

 

„ახლოვდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საიუბილეო თარიღები. კერძოდ, აღსაყდრებიდან - 45 და დაბადებიდან 90 წელი. მღვდელმთავრებმა სწორედ აღნიშნულ თარიღებთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვის შესახებ იმსჯელეს“, - აცხადებენ საპატრიარქოში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner