logo_geo
eng_logo
სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა მარინა კალიურანდთან და სვენ მიქსერთან
- +

23 სექტემბერი. 2022. 10:54

 

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანა-თავმჯდომარესთან, მარინა კალიურანდთან და საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტში მომხსენებელთან, სვენ მიქსერთან სამუშაო სადილის ფორმატში შეხვედრა გამართა.

 

სახელმწიფო მინისტრმა ევროპარლამენტარებს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის. აღნიშნულ კონტექსტში, ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობას.

 

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე. ამასთან, განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარება, ასევე საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმდინარეობა და სამომავლო ხედვები.

 

ევროპარლამენტის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ევროკავშრის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

 

მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

 

შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ნიკო თათულაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner