logo_geo
eng_logo
სოლომონ პავლიაშვილი მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
- +

23 სექტემბერი. 2022. 11:01

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონულ რეესტრში მგვ-ს დაქვემდებარებული ორგანიზაციების მიერ ავტორიზაციის გავლის პროცედურულ საკითხებზე იმსჯელეს.

 

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ქვეყანაში მწარმოებლის  გაფართოებული ვალდებულებების დანერგვის მიმართულებით. ჩვენ მზად ვართ, მგვ-ს დაქვემდებარებული ორგანიზაციების წარმომადგენლების ყველა კითხვას გავცეთ პასუხი“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

 

მიმდინარე წლის 1 ივნისიდან, მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებულ პროდუქციის მწარმოებლებს გარკვეული ვალდებულებები დაეკისრათ. მათ უნდა გაიარონ რეგისტრაცია მგვ-ის ელექტრონულ რეესტრში, იყვნენ მგვ ორგანიზაციის წევრები და აიღონ ვალდებულება შემოტანილი პროდუქციის ნარჩენების შემდგომი მართვის საკითხებზე.

 

2022 წლის 1 ივლისიდან, შესაბამისი მგვ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქციის დისტრიბუტორები ვალდებულნი არიან, ბაზარზე არ განათავსონ იმ მწარმოებლების მიერ მოწოდებული პროდუქტები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული მგვ რეესტრში და არ არიან მგვ ორგანიზაციის წევრები.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner