logo_geo
eng_logo
თეა ახვლედიანის შეხვედრა (ICRC) სპეციალურ წარმომადგენელთან ანიეს ქოთუსთან
- +

23 სექტემბერი. 2022. 11:29

 

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელთან, ანიეს ქოთუსთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა მოქმედი სპეციალური წარმომადგენელი დანიელ მაქსვინი.

 

სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ICRC-ის წარმომადგენლებს თანამშრომლობისა და საქართველოში ორგანიზაციის მიერ გაწეული ჰუმანიტარული ძალისხმევისთვის.

 

სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროცესის, მისი შემდგომი მდგრადობის და ეფექტიანობის უზრუნველყოფის განსაკუთრებულ დატვირთვაზე, როგორც გაუჩინარებულ პირთა ბედისა და ადგილსამყოფელის დადგენის, ისე ხელოვნურად დაშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობის თვალსაზრისით.

 

მხარეებმა მიმოიხილეს განხორციელებული ინტენსიური თანამშრომლობის შედეგები, მათ შორის, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბედის დადგენის მიზნით მიმდინარე პროგრამის ტრანსფორმაციის პროცესის აქტუალური საკითხები და სამომავლო ხედვები. შეხვედრაზე დაფიქსირდა პროგრამის ეფექტიანობის შემდგომი გაუმჯობესებისთვის ერთობლივი მუშაობის გაგრძელების მზადყოფნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner