რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი მინდია გულუა, კრასნოდარში, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი გულუას საცხოვრებელ სახლთან მოხდა. თავდამსხმელი ადგილიდან ავტომობილით მიიმალა.
მედიის ცნობით, მინდია გულუას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
გარკვეული მედიასაშუალებები წერენ, რომ გულუა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.