logo_geo
eng_logo
საქართველოში პური იაფდება
- +

23 სექტემბერი. 2022. 13:08

 

 

ქართულ ბაზარზე პური იაფდება. კომპანიების ნაწილმა პურზე ფასი 10 თეთრით შეამცირა.

 

როგორც პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ განაცხადა, პურზე ფასების შემცირება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.

 

დოლიძემ პროდუქტზე ფასების შემცირების ფაქტორები განმარტა.

 

„პურზე ფასი 10 თეთრით შემცირდა. ეს განაპირობა იმან, რომ მსოფლიო ფასები ხორბალზე განახევრდა. შარშანდელს თუ ავიღებთ, მაგალითად შარშან იყო 500 დოლარი და ახლა არის 250 დოლარი. გარდა ამისა, საქართველოში ურიგო მოსავალი არ იყო. ადგილობრივი წისქვილებიც ამუშავდა. შემოტანილ ხორბალზე მცურავმა ბაჟმა დაიკლო. ეს ყველაფერი ერთმანეთში ფოკუსირდა.

 

გარდა ამისა, იმპორტით შემოდის ფქვილი. ადგილობრივი ფქვილიც მზადდება. ეს ყველაფერი ერთმანეთთან კონკურენციაშია. ასე ვთქვათ, თუ 1 ტომარა ფქვილი ღირდა დაახლოებით 80 ლარი, გახდა 73 ლარი.

რა თქმა უნდა ,ამ ყველაფერმა ერთად იმოქმედა. ზოგიერთმა მეწარმემ, რამდენადაც საქმის კურსში ვარ, თბილისში 3-4-მა წარმოებამ ფასი უკვე 10 თეთრით შეამცირა. აი, ასეთი სიტუაციაა“, - აცხადებს დოლიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner