logo_geo
eng_logo
პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
- +

23 სექტემბერი. 2022. 13:29

 

 

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე  მესამე მოსმენით განიხილა და 74 ხმით მხარი დაუჭირა კანონპროექტს „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

 

წარმოდგენილი ცვლილებებით,  ახლებურად მოწესრიგდება სისხლის სამართლის პროცესის მიზნებისთვის ქონებაზე ყადაღის დადების საკითხები.

 

კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა  წარადგინა. მისი განმარტებით, მას შემდეგ რაც კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა და ასახა რედაქციული ხასიათის შენიშვნები, ტექსტი უცვლელი სახით არის წარმოდგენილი.  

 

კანონპროექტის მიღებით სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა შესაბამისობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner