logo_geo
eng_logo
ქედაში ტურისტული ავტობუსისა და მიკროავტობუსის შეჯახებას ტურისტები ემსხვერპლნენ
- +

23 სექტემბერი. 2022. 14:10

 

 

ქედაში, სოფელ მახუნცეთთან ავარია მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და ავტობუსი შეეჯახნენ, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ.

 

გარდაცვლილია ორი ადამიანი. ორივე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. გარდა ამისა, დაშავებულია ოთხი პირი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის კლინიკებში გადაიყვანა. ექიმების წინასწარი ინფორმაციით, მათ ზედაპირული ტრავმები აღენიშნებათ.

 

ადგილობრივების თქმით, კიდევ ორ ადამიანს ადგილზევე გაეწია სამედიცინო დახმარება. ისინი თავს კარგად გრძნობენ.

 

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner