საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დირექტორი ნიკოლოზ რაჭველი ადამიანების მხრიდან მისდამი გამოხატული სითბოს შესახებ სოციალურ ქსელში წერილს წერს და მათ მადლობას უხდის.
„ბათუმში რამდენჯერმე მომიწია ტაქსით გადაადგილება, არც ერთმა მძღოლმა მგზავრობის თანხა არ გამომართვა, კიდევ რამდენიმე რესტორანში და სახაჭაპურეში არ გადამახდევინეს თანხა მეგობრებთან ერთად, მერე მანქანა ჩამომიყვანეს და ახლა უკვე "მეპარკინგეები" მიძალიანდებიან, ბულვარში მოსიარულე მენაყინეებიც მაგდებენ ამ ერთგვარ უხერხულობაში, მეც ვჩხუბობ, განვიცდი, მერიდება...
(იმაზე არაფერს ვამბობ თუ სად ვცხოვრობ და ვინ შემიქმნა სამუშაო პირობები... უბრალოდ მერიდება შეუთანხმებლად მათი სიკეთის აფიშირება, ვიცნობ რა მათ!)
ხოდა ეს ყველაფერი მაძლევს იმხელა ძალას და ენერგიას, რომ ერთი ათად მემატება სტიმული, ენერგია და მონდომება.
დიდი მადლობა ყველას, ვისაც შეიძლება თავად არ ულხინს, მაგრამ უხარია, რომ გამოხატავს ემოციას და დამოკიდებულებას იმ საქმისადმი რასაც წლებია რუდუნებით ვემსახურები!
ჩემო ბათუმელებო, ჩემო ძვირფასებო, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მუდამ გაგახაროთ, რასაც შევძლებ და როგორც გამომივა..."- წერს რაჭველი.